პირველი მულტფილმი


პირველი მულფილმი




Fantasmagorie-ფანტასმაგორია პირველი მულტფილმია. იგი მუნჯი და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, შექმნილი ემილ კოლის მიერ, რომლის პრემიერაც 1908 წლის 17 აგვისტოს შედგა პარიზში.
მისი სიუჟეტი შემდეგნაირია: ფანტოში რომელიც ანიმაციის მთავარი გმირია, ამოდის ბუშტიდან და იპარავს ქალის შლიაპას(ქუდს).  შემდეგ იგი დადის ცხენით და სპილოთი თუმცა აპატიმრებენ, შემდეგ ახერხებს რომ გაითავისუფლოს თავი
და ის აგრძელებს ცხენით ჯირითს, აჭმევს თევზებს. ფანტოში აფრინდება ჰაერში და მას ისევ იჭერენ. საბოლოოს ფანტოში ყვავილად გადაიქცევა. ანიმაციის სიუჟეტი რა თქმა უნდა არ არის დახვეწილი თუმცა იმ დროს ეს მოვლენა მსოფლიო დონის სენსაცია იყო.


No comments:

Post a Comment